მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები განმეორებით დარიგდა
26 მარ 2020
 

დღეს, დილიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე  განმეორებით დარიგდა.

მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად  მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.

მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ფლაერები და პოსტერების მომზადება საქართველოს მთავრობამ  უზრუნველყო.

ადგილობრივ მოსახლეობაში დარიგება კი მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ჩართულობით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მასალების გავრცელება ქვემო ქართლის რეგიონში,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , 16 მარტიდან უზრუნველყვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4671
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1613
სექ 19 სამ 2023
1862
ივლ 05 ოთხ 2023
2036
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031