დღეს, 2 სექტემბერს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მე–5 ზონის, რომელშიც შედის დამია–გეურახის, შაუმიანისა და წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულები, მოქალაქეთა მხრიდან შემოსული პროექტების ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, რომელიც ასევე ხელმძღვნელობს პროექტის ფარგლებში შექმნილ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერ საბჭოს, პროექტის ავტორები, „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრები, აქტიური მოქალაქეები და სხვა დაინტერესბული პირები.
შეხვედრაზე გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ, დამსწრე აუდიტორიას გააცნო პროექტის შედეგები, უპასუხა მათ შეკითხვეს და დეტალურად განუმარტა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
შეხვედრაზე, მოქალაქეებმა „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრებთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია აქტიური მოქალაქეებისაგან, განსაზღვრეს მათთვის პრიორიტეტული პროექტები და კონსესუსის მიღწევის გზით აირჩიეს ის პროექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით მეხუთე ზონიდან სულ შემოვიდა 21 საპროექტო განაცხადი, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 7 პროექტი:
წერაქვი –1 ; შაუმიანი –1 ; ხიხანი – 1; დამია გეურახიდან– 1; დამია –1 ; კიროვკა – 1; ახლო–ლალო – 1;
იხილეთ მოქალაქეთა მიერ მე–5 ზონიდან არჩეული პროექტები (PDF)
იხილეთ მე–5 ზონაში შემოსული პროექტების სრული სია (PDF)