დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველად გატანილი იყო ორი საკითხი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტებს, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №117 განკარგულებით, დამტკიცებულ საქართველოს რეგიონებში განსახორიელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას ემატება სამი პროექტი:სოფელ თაქალოში ადგილობრივი შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფელ თამარისში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და სოფელ კირაჩ–მუღანლოში სასმელი წყლის რეაბილიტაცია,
რაც შეეხება მეორე საკითხს დღევანდელმა კომისიის სხდომამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის მოხსენებითი ბარათი განიხილა, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხის/გეგმის დამტკიცებას.
სხდომამ ორივე მათგანს დადებითი რეკომენდაცია მისცა.
სხდომას ესწრებოდნენ კომიის წევრი დეპუტატები, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს აპარატის და მერიის თანამშრომლები.
საკრებულოს კომისიის სხდომა
საკრებულოს კომისიის სხდომა (21.05.2018)
21 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 4029
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
464
აპრ 22 ოთხ 2020
15659
აპრ 22 შბ 2017
28885
იან 09 ორშ 2017
28436
აგვ 30 სამ 2016
30446
აგვ 27 შბ 2016
29726
სექ 02 პარ 2016
28148
აგვ 26 პარ 2016
27647
აგვ 30 სამ 2016
25787