მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის ხდომის დღის წესრიგი
07 დეკ 2017
 

1. ფრაქციების დაფუძნების შესახებ.
/მომხს. რ. გიგანი/
(რეგისტრირდება 2 ფრაქცია: ,,ქართული ოცნება–მრეწველები“ და ,,ქართული ოცნება – კონსერვატორები“).

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
/კომისიების თავმჯდომარეები/
(საკრებულოს წევრების გამოცდილების გათვალისწინებით ხდება ცვლილების შეტანა საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში)

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 ნოემბრის N03/13168 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. რ. გიგანი/
(მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წერილით შემოსულია ნორმატიული აქტების პაკეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დასამტკიცებლად)

4. შ.პ.ს. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“–ს 2017 წლის 22 ნოემბრის N99 წერილის განხილვის შესახებ
/მომხს. რ. ტაბატაძე/
(შ.პ.ს. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“ ითხოვს 2017 წლის კორექტირებული საშტატო განრიგის დამტკიცებას).

5. ქალაქ მარნეულში, გამსახურდიას ქუჩა N5–ში მცხოვრები მოქალაქე ქამრან კირიაკოვის განცხადების განხილვის შესახებ.
/მომხს. რ. ტაბატაძე/
(ახალგაზრდა მწერალი ქამრან კირიაკოვი, რომელმაც აზერბაიჯანულ ენაზე გამოცა რომანი საქართველოს შესახებ ,,ვაშლის ერთი ნაკბეჩი“, ითხოვს დაფინანსებას 2000 ლარით, რათა აღნიშნული წიგნი გამოიცეს ქართულ ენაზეც)

6. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 დეკემბრის N03/13586 წერილის განხილვის შესახებ
/მომხს. ნ.დეკანოიძე/
(შედის ცვლილება მერიის დებულებაში, ასევე სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულებაში და ასევე ითხოვენ მერიის შრომითი ხელშეკრულების ნუსხაში ხელშეკრულების დამატებას (თანაშემწის ფუნქციების ერთი ხელშეკრულება).


 
 
მნახველთა რაოდენობა: 16514
 
 
 
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031