მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

მარნეულში ფესტივალი „ONE CAUCASUS” გაიხსნა
25 აგვ 2016
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის პირველი დღე ყველასთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. მუსიკალური პროგრამის ფარგლებში, მსმენელების წინაშე წარსდგნენ მუსიკალური შემოქმედებითი კოლექტივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: Skadyktator (პოლონეთი/ალჟირი) feat.: Filip Woźniak (პოლონეთი) + Piotr Rybak (პოლონეთი) + Huntertones Horns Section (აშშ) ჩვენებურები (საქართველო) + Pako Sarr (სენეგალი) + Huntertones Horns Section (აშშ).
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე მესამე წელია ტარდება მარნეულის მუნიციპალიტეტში (სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. 
ფესტივალის მთავარი მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. 
წელს ONE CAUCASUS მასპინძლობს მონაწილეებს მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან მათ შორის: აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, ეგვიპტე, ინდოეთი, კენია, საფრანგეთი (მარტინიკი), ნეპალი, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სენეგალი, სომხეთი, ტიბეტი, ტუნისი, უკრაინა.
პროექტის პარტნიორები არიან: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, ვარშავის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 27340
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031