მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ მარნეულში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება
24 თებ 2023
 

ქალაქ მარნეულში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება.

 

მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ დაათვალიერეს.

 

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა აშენდება. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით. სტადიონი ადაპტირებული იქნება  შშმ პირთათვის.

 

სტადიონის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 8.1 მილიონ ლარს შეადგენს და 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1271
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
503
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930