ქალაქ მარნეულში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან ზაურ დარგალთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან თამაზ ნავერიანთან, რუსლან გაჯიევთან და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის განახლებული ცენტრალური ბაზარი მოინახულა.
მარნეულის შერეული ტიპის ცენტრალური ბაზარის სავაჭრო სივრცის ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების სრული დაცვით შეიცვალა და დღეიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი რეკომენდაციების წესის შესაბამისად, სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება.
სიახლეები
მარნეულის ცენტრალური ბაზარი რეკომენდაციების წესის დაცვით გაიხსნა
15 ივნ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2091
სიახლეები

















