მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების შესახებ, კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა წარმოადგენდა.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას. მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში, ეკონომიკასა და მედიცინაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე.
დისკუსიის დროს, მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ქვეწარმავლებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე, მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან დამატებით კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მიიღ ეს. ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენის ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით, ასევე თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.
მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.
სიახლეები
მარნეულში ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
15 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4904
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15605
აპრ 22 შბ 2017
28829
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29677
სექ 02 პარ 2016
28093
აგვ 26 პარ 2016
27593
აგვ 30 სამ 2016
25734