მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დღეს, აღნიშნული სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულში იმყოფებდონენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა.
აღსანიშნავია, რომ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში წელს, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, როგორიცაა სოფლებში, შიდა გზების მოასფალტება, სასმელი წყლის მომარაგების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა, სკოლის მშენებლობა და სხვა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში შერჩეულ პროექტებზე და აღნიშნულ პროგრამაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე;
სიახლეები
სოფელ სადახლოში მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს
02 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4680
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28095
აგვ 26 პარ 2016
27594
აგვ 30 სამ 2016
25736