მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში კიდევ ერთი ახალი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი გაიხსნა
25 ოქტ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში სკოლამდელი აღზრდის ცენტრი გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აჭურვილი დაწესებულება 120 ბავშვზეა გათვლილი და იგი სოფლის საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული.

ბაღის გახსნის ცერემონიას დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა. მსგავსი ცენტრების გახსნა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინსტრაციულ ერთეულში იგეგმება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1101
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031