მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში დღეს ახლადაშენებული №1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
16 სექ 2019
 

ქალაქ მარნეულის ახლადაშენებულ  №1  საჯარო სკოლაში,  სასწავლო წლის დაწყების ნიშნად, დღეს პირველად დაირეკა სკოლის ზარი. ახალმა სკოლამ,  ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო.

სკოლის საზეიმო გახსნას, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და  სპორტის მინისტრის მოადგილე  ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი,   აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, მარნეულის მაჟორიტარი - დეპუტატი რუსლან გაჯიევი, მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი  რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ  უახლესი სტანდარტების  შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200 მოსწავლეზეა გათვლილი.  შენობა  ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

ახალი სკოლის მშენებლობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან  ორ მილიონამდე  ლარი დაიხარჯა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5311
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2117
სექ 19 სამ 2023
2354
ივლ 05 ოთხ 2023
2515
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031