მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო თათბირი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად
00 იან
 

დღეს, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული სამუშაოები შეაჯამა და დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.

მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სამსახურის უფროსები,
სტიქიის გამო შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირები და თანამშრომლები, სტიქიის დღიდან, საგანგებო სამუშაო რეჟიმში მუშაობენ, რაც ადგილზე გასვლებს, პრობლემებზე მყისიერ რეაგირებასა და დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, 11 ივლისს მომხდარი სტიქიის გამო, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დაზარალდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1975
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031