მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ლიბერთი ბანკის რეგიონული ფილიალის გახსნას დაესწრნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, ქალაქ მარნეულში, ლიბერთი ბანკის რეგიონული ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ამჯერად ბანკმა მარნეულში, ახალი კონცეფციის მქონე რეგიონალური ფილიალი და 24სთ-იანი მომსახურების სერვის ცენტრი გახსნა.
როგორც ბანკის ხელმძღვანელებმა, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს განუმარტეს, განახლებულ სერვის-ცენტრებში მომხმარებლები გამარტივებული საბანკო სერვისებით ისარგებლებენ.
ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მასპინძლობა, ბანკის რეგიონული ფილიალის დირექტორმა თენგის სვანიძემ და მისმა მოადგილემ თეიმურაზ ლომიამ გაუწიეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს ახალი ფილიალის გახსნა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
სიახლეები
მარნეულში ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალი გაიხსნა
26 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6406
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
425
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28817
იან 09 ორშ 2017
28374
აგვ 30 სამ 2016
30382
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28086
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25726