მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

განცხადება
27 თებ 2024
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

https://drive.google.com

ნავთობის და გაზის XI-H სალიცენზიო ბლოკზე (ტერიტორიულად მოიცავს გარდაბნის, მარნეულის, რუსთავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს უცხოური საწარმოს ფილიალი „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს“ (გზშ), რომლებიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.

XI-H სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის   ს ა ჯ ა რ ო   გ ა ნ ხ ი ლ ვ ა   გაიმართება  2024 წლის 25 მარტს 14 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გზშ-ის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს  ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas), გარდაბნის (gardabani.gov.ge), საგარეჯოს (sagarejo.gov.ge), მარნეულისა (marneuli.gov.ge) და რუსთავის (rustavi.gov.ge) მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოსა (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2) და ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებში ხელმისაწვდომია გზშ-ის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი.

საზოგადოებას უფლება აქვს გზშ-ის ანგარიშის განთავსებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 467
 
 
 
განცხადება
აპრ 17 ოთხ 2024
315
აპრ 01 ორშ 2024
145
თებ 27 სამ 2024
468
თებ 21 ოთხ 2024
519
დეკ 15 პარ 2023
919
ნოემ 29 ოთხ 2023
715
ნოემ 24 პარ 2023
696
ნოემ 03 პარ 2023
772
ნოემ 16 ხუთ 2023
731
ნოემ 15 ოთხ 2023
1530
ნოემ 13 ორშ 2023
809
ოქტ 30 ორშ 2023
917
ოქტ 04 ოთხ 2023
978
ოქტ 01 კვ 2023
880
აგვ 20 კვ 2023
981
აგვ 01 სამ 2023
1052
ივლ 31 ორშ 2023
1380
ივნ 14 ოთხ 2023
1031
თებ 17 პარ 2023
1212
იან 16 ორშ 2023
1233
იან 10 სამ 2023
1214
ნოემ 07 ორშ 2022
1473
ოქტ 20 ხუთ 2022
1447
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930