მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტს „მოყვარულთა თასის 2017“ - ის გათამაშების ფარგლებში, მუნიციპალური ასპარეზობა დაიწყო.
სპორტული პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
მოყვარულთა თასი 2017 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ლიგაზე.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ოლიმპიური სისტემით ჩემპიონის გამოსავლენად.
ჩემპიონატის მიზნებია:
• ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა;
• მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაპოპულარიზაცია საზოგადოებაში;
• ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა;
• სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა;
• ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში;
• დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
•საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე.
სპორტი
მარნეულში „მოყვარულთა თასის 2017“- ის გათამაშება დაიწყო
27 აპრ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6703
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28095
აგვ 26 პარ 2016
27594
აგვ 30 სამ 2016
25736