მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ფლორენციაში
28 ნოემ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, სპეციალური მიწვევით, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ფლორენციაში ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობის’’ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე „THE WORLD IN FLORENCE“, მიიღეს მონაწილეობა.

მარნეულის დელეგაციას მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ხელი მოაწერა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და იტალიურ ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

აღნიშნული მემორანდუმი კულტურათაშორის დიალოგების გაძლიერებას, ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების პოპულარიზაციას და მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ICOMOS (საერთაშორისო საბჭო ძეგლებისა და ადგილების შესახებ), ICCROM (კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და აღდგენის კვლევითი საერთაშორისო ცენტრი), UNWTO (გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია);  დოკუმენტი ასევე გულისხმობს კავშირებს იუნესკოსთან .

ფესტივალზე, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ტურისტული პლატფორმის შექმნაა, მარნეულის დელეგაციამ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მოეწყო ქართული ღვინისა და სხვადასხვა ეროვნული ნუგბარის დაგემოვნება. ფესტივალში მონაწილე ქვეყნების დელეგატებთან შეხვედრებს ორგანიზაციის პრეზიდენტი კარლოტა დელ ბიანკო უძღვებოდა.

ფლორენციის ფესტივალზე, მარნეულის დელეგაციის შემადგენლობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი  ელგუჯა კუპატაძე, ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი რავილ გასანოვი  და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ცარციძე შედიოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 789
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1382
სექ 19 სამ 2023
1625
ივლ 05 ოთხ 2023
1830
 
 
სიახლეები
2024 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829