ქალაქის მასშტაბით, ვაქცინაციას 2 სამედიცინო დაწესებულებაში „ჯეოჰოსპიტალსის მრავალპროფილური სტაციონარი“ და „ჯეოჰოსპიტალსის კლინიკა“, 2 ამცრელი ბრიგადა ახორციელებს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება.
საყოველთაო აცრის მიმდინარეობას, ადგილზე პირადად გაეცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, „ჯეოჰოსპიტალსი“-ის კლინიკებში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს
28 ივლ 2021
მნახველთა რაოდენობა: 2021
სიახლეები

















