მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ამერიკული კუთხე საზეიმოდ გაიხსნა
22 აპრ 2021
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე საზეიმოდ გაიხსნა.
მცირე ამერიკული სტილის საზოგადოებრივი ცენტრი, ამერიკული კუთხე, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - კელი დეგნანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალურად გახსნა.

საზეიმო ცერემონიამდე ელჩს მერიაში ოფიციალური შეხვედრა ქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძე,  მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე. მხარეებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ამერიკული კუთხის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოგახსენებთ, რომ ამერიკული კუთხის მიზანია - ხელი შეუწყოს თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის.

კუთხე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ნებისმიერი ასაკის  მოქალაქისთვის, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისის მიღებას.

ღონისძიების დასასრულს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ელჩმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბიბლიოთეკის მიმდებარედ სკვერში სიმბოლურად ნერგები დარგო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4397
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1609
სექ 19 სამ 2023
1860
ივლ 05 ოთხ 2023
2033
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031