მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება
21 აპრ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილ იქნა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტის „კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” ძირითადი პრიორიტეტული საკითხები.

მოგახსენებთ, რომ CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს “კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” იწყებს. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) განვითარება და  ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დანერგვისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბება.

პროექტი ორიენტირებული იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სათემო ინსტიტუტების, ფერმერების, ქალების, ახალგაზრდების, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებაზე, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გათვალისწინებით, კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დანერგვას გულისხმოს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით:

მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის მექანიზმების ჩამოყალიბება;

სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების (HRBA) დასანერგად;

შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების  გაუმჯობესების მიზნით დაფინანსდება ადგილობრივი ინიციატივები (ქვე-გრანტები) და შეიქმნება ქალთა სოფლის მეურნეობის კოოპერატივი;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4221
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1611
სექ 19 სამ 2023
1862
ივლ 05 ოთხ 2023
2035
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031