მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა გაეროს წარმომადგენლებთან
06 ოქტ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობით უწყებებსა და მარნეულის მუნიციპალიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, ადგილობრივი საჭიროებები და პრიორიტეტები.

ამასთან, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით “ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო და ქეა კავკასია (CARE), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურა ფანგანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქემლინ ფურლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მრჩეველი პარტნიორობის საკითხებში ანა სეკულიჩ პრიბიჩევიჩი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, თვითდახმარების ჯგუფები, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი „ტასოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2515
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2578
სექ 19 სამ 2023
2755
ივლ 05 ოთხ 2023
2848
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
501
2024 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930