მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა „ტერიტორიული რეზერვის“ პროექტის შესახებ
16 სექ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტერიტორიული რეზერვის შექმნის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული გვარდიის უფროსი ბრიგადის გენერალი, რომან ჯოხაძე, მოადგილე პოლკოვნიკ, კობა ახვლედიანთან და მეოცე კადრირებული ბრიგადის მეთაურ ვიცე-პოლკოვნიკ, ზაზა ტატუნაშვილთან ერთად.

მოგახსენებთ, რომ ტერიტორიული რეზერვი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც ეროვნული გვარდია ახორციელებს და რომელშიც ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეუძლია თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი ანაზღაურებადი კონტრაქტი. ასევე, რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მოქალაქეები გაივლიან 45 დღემდე  ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე და რეზერვისტებს ხელი არ შეეშლებათ მათი ძირითადი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის სამხედრო სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1680
 
 
 
სიახლეები
მაი 20 პარ 2022
57
მაი 09 ორშ 2022
254
აპრ 28 ხუთ 2022
325
აპრ 22 პარ 2022
282
აპრ 21 ხუთ 2022
267
მარ 24 ხუთ 2022
669
 
 
სიახლეები
2022 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031