მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს თათბირი

 

მარნეულში სამუშაო თათბირი გაიმართა
05 აპრ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მოადგილე, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს მელიორაციის მარნეულის სერვისცენტრის წარმომადგენლები, სს „ენერგო პრო ჯორჯია“-ს მარნეულის ოფისის წარმომადგენლები და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათბირზე დამსწრეებმა მოქალაქეების საჭიროებები განიხილეს და სამომავლოდ სერვისების გამართულად, დროულად და ეფექტიანად მიწოდებაზე იმსჯელეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1510
 
 
 
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031