დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან, ლაშა ლობჯანიძესთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა.
მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად მიმდინარე და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა, სტრუქტრურული ერთეულების მიერ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დღევანდელ თათბირზე, მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მოისმინეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, ასევე გამოცხადებული ტენდერების შესახებ.
თათბირზე აქტუალური იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოების საკითხიც. დამსწრეებმა, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მძიმე ტექნიკის მდგომარეობისა და ვარგისიანობის შემოწმების ორგანიზების საკითხებზეც იმსჯელეს.
სამუშაო თათბირზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.
მერიის თათბირი
მერმა სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა
28 თებ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5279
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15605
აპრ 22 შბ 2017
28829
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29677
სექ 02 პარ 2016
28093
აგვ 26 პარ 2016
27593
აგვ 30 სამ 2016
25735