მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
07 აპრ 2017
 

მიმდინარე წლის 9 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდება 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება  12:30 საათზე სოფელ თამარისში გაიხსნება, 13:00 საათზე კი სოფელ წერეთელში გადაინაცვლებს, რომელშიც მონაწილეობას ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები და საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, სადაც ლექსებითა და სიმღერებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის  მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით,  ამ დღეს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც გადაიხდიან.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5602
 
 
 
ანონსი
მაი 23 ორშ 2022
1259
აგვ 18 სამ 2020
2803
სექ 13 პარ 2019
3992
სექ 07 შბ 2019
3733
იან 31 ხუთ 2019
4588
ნოემ 06 სამ 2018
4780
თებ 16 პარ 2018
4828
დეკ 14 ხუთ 2017
5427
ნოემ 20 ორშ 2017
6063
ნოემ 13 ორშ 2017
5402
ოქტ 03 სამ 2017
5534
სექ 12 სამ 2017
5249
ივნ 29 ხუთ 2017
5434
ივნ 23 პარ 2017
5474
მაი 15 ორშ 2017
5525
აპრ 20 ხუთ 2017
5703
 
 
სიახლეები
2023 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031