მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეულის“ მონაწილეთა შესარჩევად
15 ივნ 2016
 

მარნეულის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის „ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეულის“ მონაწილეთა შესარჩევად.  „ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეული“ არის უნიკალური ღონისძიება, რომელსაც პოლონეთში, ქ.გდანსკში ორგანიზებას უწევენ 2011 წლიდან „ვაშინგტონის ბიზნეს კვირეულთან“ და მრავალ სხვა პარტნიორთან თანამშრომლობით.

„ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეული“ („Bolesławowo Business Week“ ) გაიმართება 2016 წლის 3 – 8 ივლისს სოფლის მეურნეობის სკოლაში (Zespół Szkół Rolniczych Centrum Kształcenia Praktycznego) ბოლესლავოვოში.
ღონისძიების პროგრამული ნაწილი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მეწარმეობისა და კრეატიულობის სწავლებას. პროგრამული სემინარები შექმნილია 16–18 წლის ახალგაზრდებისთვის. 
მთელი ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, მონაწილეობას მიიღებენ ბევრ თამაშში და ბიზნესს სიმულიაციებში. ყოველდღე ისინი შეეჯიბრებიან ერთმანეთს ისეტ ბიზნესს საკითხებში როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, ფასები, ღირებულება, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსები, საზოგადო ურთიერთობები და სხვა. გარდა ამისა მიიღებენ გუნდური თანამშრომლობის პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს. სამუშაო ენა ინგლისურია.

კონკურსის პირობები:
აუცილებელი მოთხოვნა:
1. მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 16-დან 18 წლამდე ასაკის;
2. სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
3. სასურველია პასპორტის ქონა;
პირველი ეტაპი: 
დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე: municipaliteti@marneuli.ge უნდა წარმოადგინოს: 
• CV
• სამოტივაციო წერილი.
მეორე ეტაპი: 
გასაუბრება - კონკურსის შედეგად შეირჩევა  2 ახალგაზრდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3810
 
 
 
ანონსი
აგვ 18 სამ 2020
1275
სექ 13 პარ 2019
2473
სექ 07 შბ 2019
2200
იან 31 ხუთ 2019
3123
ნოემ 06 სამ 2018
3245
თებ 16 პარ 2018
3572
დეკ 14 ხუთ 2017
4112
ნოემ 20 ორშ 2017
4363
ნოემ 13 ორშ 2017
4137
ოქტ 03 სამ 2017
4259
სექ 12 სამ 2017
3990
ივნ 29 ხუთ 2017
4141
ივნ 23 პარ 2017
4217
მაი 15 ორშ 2017
4222
აპრ 20 ხუთ 2017
4421
 
 
სიახლეები
2022 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31