მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სიახლეები

 

საკრებულოს გენდერული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
01 მარ 2018
 

28 თებერვალს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს  პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე,  საბჭოს დებულების პრეზენტაცია მოეწყო. სხდომაზე ასევე განიხილეს  მომავალში განსახორციელებელი   აქტივობებიც.
საბჭოს სხდომას, მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, საქართველოს  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.  სხდომაზე   საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით,  დღის წესრიგიც გაწერეს.
მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე   გენდერული საბჭოს შექმნის  თაობაზე.
საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
გენდერული საბჭოს ამოცანებში შედის იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც  უშუალოდ ადგილზე უზრუნველყოფს  გენდერულ თანასწორობას.
რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, კანონდმებლობის შესაბამისად  შემუშავდა სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ისე მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია,  რომ საბჭო  დებულების შესაბამისად, მომავალში განსახორციელებელი აქტივობებით, რომელიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინირებული მუშაობის შედეგად  დაიგეგმება,  მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში, ადგილობრივ დონეზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3801
 
 
 
საკრებულოს სიახლეები
აპრ 23 სამ 2024
46
აპრ 16 სამ 2024
94
აგვ 22 სამ 2023
760
დეკ 16 კვ 2018
763
აგვ 16 ოთხ 2023
793
ივნ 27 სამ 2023
834
ივნ 20 სამ 2023
879
ივლ 29 პარ 2022
1575
ივნ 30 ხუთ 2022
1554
ივლ 22 ხუთ 2021
2208
სექ 18 ოთხ 2019
3326
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930