სიახლეები
ფესტივალის მეორე დღე (29.08.2014)
29 აგვ 2014
იქვე, მხიარული და საქმიანი მასპინძელი გურმანებს ბირმული ჩაის დაგემოვნებას სთავაზობდა. მუსიკალურ ზონაში უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი ფოლკლორული ანსამბლი ,,Folknery” ახალგაზრდებს სიმღერის მასტერკლასს უტარებდა. საღამო განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობით დასრულდა: ცნობილმა მომღერალმა პაკო სარიმ (სენეგალი), ქართულმა ანსამბლმა „გორდელამ“ და Clive Brown and the Shekinah Singers (დიდი ბრიტანეთი / იამაიკა) მაყურებელიც აიყოლია. გვიან ღამით იმპროვიზირებულ კინოდარბაზში მარნეულელი ბავშვების მიერ გადაღებული ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. ხვალ, 30 აგვისტოს, ჩვეულ ღონისძიებებთან ერთად, კონცერტის ორგანიზატორები მუსიკის მოყვარულებს ანსამბლი „Natural Born Lovers“ და „ჩვენებურები“ (საქართველო) საუცხოო კომპოზიციებს პირდებიან.
{AG}29.08.2014-one-caucasus-D2{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2758
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
139
აპრ 03 ოთხ 2024
845
აპრ 22 ოთხ 2020
15982
აპრ 22 შბ 2017
29222
იან 09 ორშ 2017
28804
აგვ 30 სამ 2016
30772
აგვ 27 შბ 2016
30047
სექ 02 პარ 2016
28500
აგვ 26 პარ 2016
27968