დღეს მარნეულს ისრაელის ელჩი რან გიდორი ეწვია. ელჩმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალეკო გობრონიძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესა და მარნეულის მერ კენან ომაროვთან ერთად, ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები მოინახულა.
მარნეულის № 4 და სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლებში, ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების ,,შალომ კლუბ გურიისა“ და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ თანადგომით დამონტაჟდა ისრაელის წარმოების სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარი „NUF 250“.
„NUF 250“-ის ინოვაციური დანადგარი ასუფთავებს ნებისმიერი სახის დაბინძურების წყალს, რომელიც შემდგომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული სერთიფიკატის შესაბამისად, ვარგისია როგორც სასმელი წყალი.
ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
სიახლეები
ისრაელის ელჩის ვიზიტი მარნეულში
16 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1445
სიახლეები

















