მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
სხდომაზე განხილულ იქნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათების, ყოველთვიური საკომპენსაციო თანხის გაზრდის და არტერიული წნევის საზომი ხმოვანი აპარატების შეძენის საჭიროებები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მოხდა კალენდარული წლის შეჯამება და სამომავლო გეგმების დასახვა.