დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაციას, გერმანულ ორგანიზაცია „ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მოხალისეები“-სა (European Heritage Volunteers) და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე.
შეხვედრა შეეხებოდა შაუმიანში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის, ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახელობის სახლ-მუზეუმის, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის და მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის რესტავრაცია/კონსერვაციის დოკუმენტის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალურ ზედამხედველობასა და ფიზიკური სამუშაოების უშუალოდ პარტნიორი ორგანიზაცია ბულგარეთიდან - „მეშტრა - ტრადიციული ცოდნა და ხელსაქმე“ განახორციელებს.
მოგახსენებთ, რომ შენობას 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სტატუსი მიენიჭა და აქვს ეპოქისთვის შესაბამისი დაბის ურბანიზაციის მახასიათებელი ელემენტები.
სიახლეები
შაუმიანში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაცია იგეგმება
04 აგვ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4170
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15604
აპრ 22 შბ 2017
28825
იან 09 ორშ 2017
28381
აგვ 30 სამ 2016
30390
აგვ 27 შბ 2016
29676
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25733