მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის
19 ივლ 2013
 
მთავარი თემა იყო განათლების სფეროში არსებული პრობლემების განხილვა. კერძოდ კი, პროგრამების-,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის’’ და ,,ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა’’ შედეგების განხილვა; აზერბაიჯანულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების თარგმანში დაშვებული შეცდომები; კვალიფიციური პედაგოგებისა და ადმინისტრაციის პრობლემა აზერბაიჯანულენოვან სკოლებში; პროგრამა ,,1+4’’-ის განხილვა; ქართული ენის სწავლების ხარისხი აზერბაიჯანულენოვან სკოლებში; ქართული ენის სახლების საქმიანობის მიმოხილვა და შედეგები.  დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა  დამატებითი პრობლემები, მაგრამ მიუხედავად არსებული პრობლემებისა დადებითად შეფასდა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის’’და ,,ვისწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა’’ პროგრამის საქმიანობა. ამ პროგრამას 2012 წლიდან ანხორციელებს განათლების სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში, მარნეულში გამოგზავნილ ქართული ენის პედაგოგებს ევალებათ არა მხოლოდ გაკვეთილების ჩატარება, არამედ სკოლებში მომუშავე აზერბაიჯანულენოვან პედაგოგებთან და სოფლის ყველა ასაკის ადამიანთან მუშაობა. მათ შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამებით ისწავლონ ქართული ენა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2875
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031