მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს
27 მარ 2023
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ, როგორც აკადემიური უმაღლესი განათლების პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ამა წლის 1 მარტს გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამები: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. ეს უკანასკნელი გულისხმობს საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულთათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დაფინანსებას კონკურსის წესით.

კონკურსანტის მიერ შერჩეული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს, არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის.

განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე  iec.gov.ge.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 570
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1012
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930