მიმდინარე წლის 2 – 5 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკაში, გმინა კობილნიცაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, რომელსაც მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალური შეხვედრები გამართა გმინების - კობილნიცა, კოშციელისკო და ვალცეს მერებთან. შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, სამეწარმეო, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო კუთხით მიღებულ გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრები კობილნიცაში მოსავლის აღების ფესტივალს დაესწრნენ. სადაც მოწყობილი იყო არაერთი ვორქშოპი, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა და სემინარები. ფესტივალის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები.
ოფიციალურ დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი დავით ჭიკაძე.