მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შემოქმედებითი საღამო გაიმართა
28 თებ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარნეულის კულტურის ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

 

საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ნიკოლოზ წულუკიძემ თეატრს, კინოს, საქართველოს მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ თემებზე შემეცნებითი ლექცია–სემინარი ჩაატარა.

 

ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანული კინოკომედია ,,სად არის  აჰმედი?“ ჩვენება გაიმართა, რომელშიც მთავარ როლს თამაშობს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, საქართველოს დამსახურებული და  სახალხო არტისტი, მსახიობი  ნანა ფაჩუაშვილი, რომელსაც წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1315
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
584
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031