შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, სოფელ შულავერისა და იმირის მოსახლეობას შეხვდა, სადაც განიხილეს სხვადასხვა აქტუალური საკითხი, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.
თეა ახვლედიანი მარნეულის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებსაც შეხვდა. ინტერაქციულ შეხვედრაზე „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს მარნეულში, ბოლო პერიოდში, ქალთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით არსებულ სამეწარმეო და ბიზნეს პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერიისა და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სიახლეები
08 ივნ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2600
სიახლეები

















