დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მარნეულში, მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ინიციატივით და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ჩართულობით, საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.
სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ, მრავალწლიან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ქვეყნების განვითარების პროცესში დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.