გაცნობებთ, რომ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის
14 დეკემბრს 17:00 საათიდან
15 დეკემბრის 15:00 საათამდე
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება: მარნეულიგაზს,
ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ აზიზკენდს, ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუღანლოსა და სოფელ თამარისს.
გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ პრობლემას და მიიღოთ შესაბამისი ზომები.
პატივისცემით
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა