მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, მარნეულის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
24 იან 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან  დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება - ბ32.32230169-ის საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის  მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

შეგახსენებთ, რომ სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 1 თებერვლიდან დაიწყება და მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.

2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 1 232 000 ლარია გამოყოფილი.    

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 724
 
 
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 სიახლეები
თებ 09 ხუთ 2023
913
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930