მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულს ლიეტუვიდან სამუშაო ვიზიტით დელეგაცია ეწვია
17 ოქტ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან და  თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულში  ლიეტუვის დელეგაციას უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მეგობარ რეგიონებს შორის არსებულ თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, განიხილეს მარნეულის და ვილკავიშკის მუნიციპალიტეტების დამეგობრების პერსპექტივა. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

სტუმრებმა, თვითმმართველობის    ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, ამერიკული კუთხე და ხალიჩების სახელოსნო დაათვალიერეს; გაეცნენ ადგილობრივი მცირე მეწარმეების საქმიანობას, დაათვალიერეს სოფელ კასუმლოს ახლად აშენებული საჯარო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სპეციალურად სტუმრებისთვის, მოეწყო საგამოფენო სივრცე  - ,,ღვინის გზა“,  მეთოჯინე არმენ ოვანესიანის მიერ გაიმართა თოჯინური პერფორმანსი. დღის აქტივობები დასრულდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით.

„ვუმასპინძლეთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის ვილკავიშკის მუნიციპალიტეტის მერს ალგირდას ნეიბერკას და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილეს საულიუს ვალაინისს; ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეცნო ჩვენი მუნიციპალიტეტი სტუმრებისთვის. ვისაუბრეთ ვილკავიშკის და მარნეულის მუნიციპალიტეტების საერთო ინტერესებზე და დამეგობრების საკითხებზე. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.“-მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 3596
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1919
სექ 19 სამ 2023
2162
ივლ 05 ოთხ 2023
2295
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930