მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს; შეფასდა განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საქართველოს მელიორაციის ხრამი- დებედას მარნეულის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილე თენგიზ ჯაფარიძე.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუდმივად მზადაა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჭიროებებზე; განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყალი; დღეს, სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, სწორედ აღნიშნული საკითხები განვიხილეთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და თანამშრომლობას ვუცხადებთ ყველა სტრუქტურას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.