მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ მარნეულში
12 იან 2022
 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპისთვის რეაბილატაცია უტარდება კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერს, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში სრულად განახლდება კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერი და რუსთაველის ქუჩაზე, მერიის შენობის მიმდებარედ - „ათაჰოლდინგის“ ცენტრამდე არსებული რეკრეაციული სივრცე. მოეწყობა გარე განათებები, სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი კუთხეები, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე - შადრევანი. განახლდება მწვანე ზოლი.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2605
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
955
 
     
    სიახლეები
    2023 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031