9 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური კამპანიის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მარნეულის მერიის სამსახურების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების, ასევე ბაღების პერსონალი და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის ინფორმაციის მიწოდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებზე ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე.
სიახლეები
კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
09 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1304
სიახლეები

















