მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ საბირქენდში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება
02 ნოემ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესი მოინახულეს მარნეულის მერმა - კენან ომაროვმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა -  ზაურ დარგალმა, მარნეულის საკრებულოს თავჯდომარემ - ამირამ გიორგაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - შოთა რეხვიაშვილმა და  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ - გიორგი ციბაძემ.

პროექტი, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 264 667 ლარით ფინანსდება.

სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც გათვლილი იქნება 450 მოსწავლეზე.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2022 წლის აგვისტოში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 834
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2022 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31