მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
02 ივნ 2021
 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომელიც მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზაა.  აღნიშნული გზა დაახლოებით 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთისა და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს.

რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი ასევე, უმოკლესი კავშირია ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მარნეულს შორის. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12.6  მილიონი ლარით ფინანსდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კმ-იან (კმ7-კმ14) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი სოფელ ხაიშის ტერიტორიაზე იწყება და გზა ძირითადად  დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის. სამუშაოები,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 3 998 377 ლარია.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 984
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2021 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930