მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი ხორციელდება
04 თებ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასმელი წყლის ქსელების მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა,  მრიცხველების მონტაჟი და არსებულ 400 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუართან საქლორატოროს  მოწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდგომ,  ხარისხიანი სასმელი წყლით  1007 ოჯახი  მომარაგდება.

სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 644 432 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2021 წლის ივლისის თვეში იგეგმება.

სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1196
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2021 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930