მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა
23 იან 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე  ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია,  დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

მარნეულის მერის მოვალეობის შემრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან  ილია თამარაშვილთან და  ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთნ ერთად ახლადშექმნილი მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.  

აღსანიშნავია, რომ ფერმა  ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ფერმაში 20 ადგილობრივია  დასაქმებული.

მოგახსენებთ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც შესაძლებლობას აძლევს  სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის  შექმნისა და  განვითარებისკენ მიმართონ. 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში  ჯამში 308 მლნ ლარზე მეტი  ღირებულების 7 ათასზე მეტი  სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 47 მლნ  ლარზე მეტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1300
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2021 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930