მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალგაზრდული იდეების კონკურსი 2023
19 ივნ 2023
 

2023 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული

ახალგაზრდული იდეების კონკურსი

 

Þ     ახალგაზრდული იდეები - დაფინანსება არაუმეტეს 3000 ლარი;

 

პროექტის წარმომდგენი სუბიექტები არიან:

 

ü  მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან - 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე(ები), რომელსაც არ აქვს მოპოვებული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება ,,დონორის’’ მიერ;

ü  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მიზნის შესაბამის პროექტს;

ü  მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი.

 

ახალგაზრდული იდეების პროექტის მიმართულებებია:

 

Ø  მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება;

Ø  ინტეგრაციის ხელშეწყობა;

Ø  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

Ø  გარემოს დაცვა;

Ø  სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა.

 

პროექტის ფორმატი:

 

v  განაცხადის წარმოდგენა აუცილებელია ქართულ ენაზე;

v  განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 5 ივლისი;

v  სრულყოფილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა №1 აპლიკანტის განცხადება; ფორმა №2 საპროექტო განაცხადი, ფორმა №3 პროექტის ბიუჯეტი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; სხვა დამატებითი დოკუმენტაცია შესაბამისი საჭიროებით) უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე - municipaliteti@marneuli.gov.ge ან დედანი დოკუმენტაციის რეგისტრაცია მარნეულის მერიაში; აუცილებელია დოკუმენტაცია იყოს ხელმოწერილი ან/და არსებობის შემთხვევაში ბეჭდით დამოწმებული.

v  შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ინდივიდუალური თანამშრომლობა (გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა; პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი ფორმის შევსება);

v  კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია: გიორგი ფარჯიანი (ტელ: 595928150)

v  საპროექტო განაცხადს კომისია განიხილავს, განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში;

v  იმ შემთხვევაში თუ არსებობს დასაბუთებული გარემოება, ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვისა.

განცხადების ფორმა

საპროექტო განაცხადი

ბიუჯეტის ფორმა

გისურვებთ წარმატებებს!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3342
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
731
სექ 19 სამ 2023
999
ივლ 05 ოთხ 2023
1350
 
 
სიახლეები
2023 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031