მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა
21 მარ 2023
 

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრების და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სტუმრებმა, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონები: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა. აზერბაიჯანულ ეთნო კუთხეში გაიმართა მცირე პერფორმანსი აზერბაიჯანული თეატრის მსახიობების მიერ, აქვე ჩატარდა აზერბაიჯანული კულინარიის მასტერკლასები (ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება).

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლური კოცონიც აანთეს.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, ასევე მშვილდოსნობაში. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

 წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულმა გალა-კონცერტის გარეშე ჩაიარა. ფორმატის შეცვლის მიზეზი თურქეთში მომხდარი სტიქიური მოვლენებია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1177
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
585
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031