მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეული მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს
21 იან 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი მშვილდოსნობაში, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.

მიმდინარე წლის 20-22 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით მარნეულში მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ  ტურნირზე მოხდება 2023 წლის  ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა  შერჩევა  რომელიც გაიმართება თურქეთში, ქალაქ სამსუნში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და მოწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2038
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1892
სექ 19 სამ 2023
2125
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930