მარნეულის მუნიციპალიტეტი აქტიურად აგრძელებს ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროგრამას. აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება რიგი ღონისძიებების გატარება.
2022 წლის ბოლოს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 829 ურნა შეიძინა, რომელიც 2023 წლის დასაწყისში განთავსდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოხდება როგორც დაზიანებული ურნების ჩანაცვლება, ისე ახალი ლოკაციების ათვისება. 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს ახალი ნაგავმზიდი მანქანის შეძენას, რომელიც მუნიციპალიტეტში გააუმჯობესებს აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობას და ნარჩენების მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
სიახლეები
მარნეულის მერიამ ახალი ნარჩენების შემკრები ურნები შეიძინა
13 იან 2023
მნახველთა რაოდენობა: 2022
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28792
იან 09 ორშ 2017
28360
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29663
სექ 02 პარ 2016
28069
აგვ 26 პარ 2016
27572
აგვ 30 სამ 2016
25719